შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებს პოლიტიკური პარტიები აფასებენ

15 აგვ 2026

შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებს პოლიტიკური პარტიები აფასებენ. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალში“ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ. ის პოლიტიკური სუბიექტები კი, რომლებმაც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.  

შუალედური არჩევნები 4 მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს გაიმართება. ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში მოქალაქეები საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს აირჩევენ. განკარგულების პროექტს კენჭი ცესკო-ს სხდომაზე უყარეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.

შუალედური არჩევნების გამართვის სამართლებრივი საფუძველი 4 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გახდა.