15 აგვ 2026
წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი შეხვდა. აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.