სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

15 აგვ 2026

სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე  ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს სამომავლო გეგმები გააცნო.  

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ქეცბაიამ შეხვედრაზე  ყურადღება გაამახვილეს სპორტსმენების ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში, ასევე სხვადასხვა ჩემპიონატებზე ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე.