გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს ბრალი წარედგინა

15 აგვ 2026

გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს ბრალი წარედგინა - გამოძიების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლს ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს.  

12  აგვისტოს მომხდარ შემთხვევას  ოთხი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა,  16 მგზავრი კი დაშავდა. დაზარალებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან, შვიდი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო სამი პაციენტი რეანიმაციაში რჩება.