პუტინის  წერილი  კიმ ჩენ ინს

15 აგვ 2026

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი და ფხენიანი ყველა სფეროში თანამშრომლობენ და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას ათანხმებენ . პუტინის ამ განცხადებას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

იაპონიის კოლონიური მმართველობისგან კორეის განთავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში  პუტინმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე „კონსტრუქციულ ერთობლივ მუშაობას“ კვლავაც გააგრძელებენ.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის რაკეტებს იყენებს.

მან ფხენიანი მოსკოვისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნასაც დაჰპირდა.