ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

15 აგვ 2026

ინდონეზიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა და განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო ქალაქ მაუმერეში პორტის შენობა დაზიანდა.  

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნუსა-ტენგარასა და სამხრეთ სულავესის ნაწილში. რამდენიმე რაიონის მკვიდრების თქმით, მიწისქვეშა ბიძგები ერთ წუთს გაგრძელდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ სახელმწიფოს რამდენიმე რაიონში ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები დაფიქსირდა. ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება მიწისძვრიდან დაახლოებით სამ საათში გაუქმდა.