საფრანგეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება

14 აგვ 2026

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ  დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებდა. მიზეზად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაასახელა.

ეს გადაწყვეტილება სერიოზული დაბრკოლებაა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის, რომელმაც მთავრობას კანონპროექტის დახვეწა უკვე დაავალა. ფრანგმა კანონმდებლებმა მანამდე მხარი დაუჭირეს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას. ამ ნაბიჯით საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავსტრალიას მიბაძა.

ავსტრალიამ მსოფლიოში პირველმა აკრძალა 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ისეთ პლატფორმებზე წვდომა, როგორებიცაა ფეისბუკი, ტიკ ტოკი და იუ თუბი, რაც ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევიდა.