მოსკოვში საწვავის დეფიციტია

14 აგვ 2026

მოსკოვის ბენზინგასამართ სადგურებთან ისევ გრძელი რიგებია. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რუსეთის დედაქალაქში საწვავის კრიზისი დაბრუნდა.

მძღოლები საწვავის, განსაკუთრებით კი ეი-აი-95 მარკის ბენზინის დეფიციტზე საუბრობენ. საწვავის დეფიციტის პირველი ტალღა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთის სხვა რეგიონებში არსებულ საწარმოებზე მიიტანეს იერიში.

ივლისის შუა რიცხვებისთვის რუსეთის დედაქალაქში ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგური დაიკეტა, ნაწილი კი მხოლოდ დიზელს ყიდის.

საწვავის მიწოდების პრობლემები კვლავ გამწვავდა რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ტულის, ტამბოვისა და კალუგის ოლქებში, ასევე პრიმორსკისა და კრასნოდარის მხარეებში. ეს შეფერხებები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე ხდება.