რუსეთმა უკრაინის სუმის ოლქს დაარტყა

14 აგვ 2026

უკრაინის სუმის ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას 29 წლის დედა და მისი 9 წლის ვაჟი ემსხვერპლნენ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს ვიდეომასალას, რომელზეც მეხანძრეების მიერ კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაა ასახული.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ ჰრიჰოროვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის — დაღუპული ბავშვის მამა და ბებია. ჰრიჰოროვმა და ბურინის საქალაქო საბჭომ დაადასტურეს რუსული თავდასხმისა  და ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტი.