14 აგვ 2026
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტი კვლავ პოლიტიკური შეფასებების საკითხია. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობის კონტროლის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ საწვავის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნების“ განმარტებით, ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დაცვით მოხდა.
ბრალდებებს, რომ საწვავი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი, უმრავლესობა სიცრუედ და დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობად აფასებს.