მამუკა მდინარაძემ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, სოსო ალიბეგაშვილი წარუდგინა

14 აგვ 2026

რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, სოსო ალიბეგაშვილი, წარუდგინა.

მამუკა მდინარაძემ სოსო ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. 

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.