14 აგვ 2026
მხატვარ-გრაფიკოსის ალექსანდრე ჩიტიშვილის გამოფენა გაიხსნა დღეს ხელოვნების მუზეუმში. გამოფენაზე მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
დღესვე ვლადიმერ მაიაკოვსკის 54 ნომერში ალექსანდრე ჩიტიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. იგი მხატვარ-გრაფიკოსის საცხოვრებელი სახლის ფასადზე განთავსდა. ალექსანდრე ჩიტიშვილი ასევე იყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ვეტერანი.
მას წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. მემორიალური დაფა აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ინიციატივითა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიხსნა. გახსნას მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.