14 აგვ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.
ლიეტუვის ქალაქ დრუსკინკაში გამართულ წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 26 მედალი მოიპოვეს, ამათგან 11 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს - მედალია.
გოგონებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ჭაბუკები ცხრა მედლით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. უფროსებს შორის გოგონებმა ღია კატეგორიაში ორი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.
უფროსებს შორის ღია კატეგორიაში ვაჟებმა ოთხი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ვეტერანებს შორის ქართველმა ათლეტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.