14 აგვ 2026
რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო.
პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და სტერილიზაცია უფასოდ უტარდებათ. ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიუსაფარი და მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას.