შეფასებები გიორგი ბარამიძის აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ განცხადებაზე

14 აგვ 2026

„გიორგი ბარამიძის განცხადება იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა“ ასე გამოეხმაურა ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ  განცხადებას გახარია „ საქართველოსთვის“  წევრი.

თამარ კეკენაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ უგუნურ მოქმედებებში დაადანაშაულა, ხოლო ანექსიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

ბარამიძის განცხადებას როყიო უწოდა ვეტერანთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებოდა.

ბარამიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ეპიზოდს უწოდებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.  გიორგი ვოლსკის თქმით, ეს განცხადება  სამშვიდობო პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას ემსახურება.