დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება - რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის - კობა კობალაძე

14 აგვ 2026

აფხაზეთის ომიდან 34 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მშვიდობის პოლიტიკაზე შეფასება გააკეთა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა.

კობა კობალაძემ განაცხადა, რომ მშვიდობაზე გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას, როდესაც საქმე ქვეყნის თავდაცვას ეხება.  

კობა კობალაძის თქმით, ახლად დაბრუნებული დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა, რის შედეგსაც დღემდე განიცდის ერი.