14 აგვ 2026
ნატოს გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც გამთენიისას, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის — ლატვიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა სოციალურ ქსელ იქს-ზე განაცხადა.
ლატვიის შეიარაღებული ძალები დრონის ტიპისა თუ მისი წარმომავლობის შესახებ დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ ჩამოგდებული დრონი უკრაინული იყოს.
ფინეთმა — ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს — ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში საავიაციო და საზღვაო მიმოსვლა დროებით შეზღუდა.
ქვეყნის თავდაცვის ძალებმა იქს-ზე განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციულ ზომას წარმოადგენს დრონებისგან თავდასაცავად.