14 აგვ 2026
პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანანიძე აცხადებს, დღეს მორალს სახალხო ნდობისა და ადამიანური ურთიერთობების დამქცევები გვიკითხავენ.
"სახალხო ნდობისა და ადამიანური ურთიერთობების დამქცევები დღეს მორალს გვიკითხავენ. იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე. არადა, ნაცების მოსვლამდე ცხინვალელები ჩამოდიოდნენ და ციტრუსი „ნისიად“ გაჰქონდათ მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც. არსებობდა ნამდვილი, სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია", - წერს ანანიძე.