14 აგვ 2026
ტოკიოს აღმოსავლეთით მოსულმა რეკორდულმა ნალექმა გზები, რკინიგზა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა. ტოკიოს ერთ-ერთ საერთაშორისო აეროპორტში 7 ათასამდე მგზავრი ფრენების განახლებას ელოდება.
ჩიბის პრეფექტურის ზოგიერთ რაიონში, რომელიც ტოკიოს ესაზღვრება, 24 საათში 360 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა. ძლიერი წვიმა იაპონიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სადღესასწაულო კვირას დაემთხვა.
ქალაქ ჩიბაში ნალექის რაოდენობამ ერთ საათში 115 მილიმეტრს მიაღწია, ხოლო საკურაში — 97 მილიმეტრს, რაც ორივე ქალაქისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ათზე მეტ მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.