ინგლისში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

14 აგვ 2026

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, ქალაქ ლუისის მახლობლად, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, მათ მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს. ინციდენტის დროს მატარებლის ერთი ვაგონი გადაბრუნდა,  საიდანაც მაშველები მგზავრებს გადმოსვლაში ეხმარებოდნენ.

ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ტრანსპორტის მინისტრმა, ჰეიდი ალექსანდერმა განაცხადა, რომ მთავრობა რკინიგზის სექტორთან ერთად მუშაობს ინციდენტის შედეგად დაზარალებული მგზავრების დასახმარებლად. 

შესაბამისი უწყებები მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზებს იძიებენ.