ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებით დასახულ ორივე მიზანს მიაღწევს - ვენსი

14 აგვ 2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი  დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი  ორივე დასახულ  მიზანს მიაღწევს — ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებას და ენერგომატარებლებზე  სტაბილური ფასების შენარჩუნებას.

ტელეკომპანია ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ირანთან დაპირისპირებიდან შეერთებული შტატები უფრო ძლიერი პოზიციით გამოვა. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიკურ ბერკეტებს ძალიან შერჩევითად და სტრატეგიულად იყენებს დასახული მიზნების მისაღწევად.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ ვითარება კვლავაც არაპროგნოზირებადია, რადგან ირანი ზოგჯერ არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.