რუსეთი დასავლეთს ადეკვატური ზომებით ემუქრება

14 აგვ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ გემების შესაძლო დაკავების საპასუხოდ, რუსეთი სამიზნეებს თავად შეარჩევს.

სახელმწიფო ტელერადიო კომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილება გაიხსენა იმის შესახებ, რომ რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ქმედებებს, რომლებსაც მან „ძარცვა“ და „მეკობრეობა“ უწოდა. „სამიზნეებს თავად შევარჩევთ. ეს იქნება იმ ქვეყნების ინტერესებისთვის მომუშავე გემები, რომლებმაც ძარცვა და მეკობრეობა ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკად აქციეს“, — განაცხადა ლავროვმა. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გემების დაკავებაზე  ევროკავშირის მიდგომას „ძალიან სახიფათო გზა“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს, 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავების შემთხვევაში, რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.