ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მეოთხე ნაკადს უმასპინძლა

14 აგვ 2026

ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მონაწილეების მეოთხე ნაკადს უმასპინძლა. ამჯერად ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში, პროფესიული და შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარეს. 

ტელეპროდიუსერმა  ნოე სულაბერიძემ და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრებმა  — ზურა ხაჩიძემ და ირაკლი ნოზაძემ.

წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 13 სექტემბრის ჩათვლით 11 ნაკადს უმასპინძლებს და ჯამში 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს მიიღებს.