გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

14 აგვ 2026

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დევდორაკის ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

წყებისვე ინფორმაციით  ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.  გაცემულია  გზის გახსნის რეკომენდაციაც. 

გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.