აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

14 აგვ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე რეგიონის ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები, მიმდინარე პროგრამების შესრულების დინამიკა და არსებულ გამოწვევები განიხილეს. იმსჯელეს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე. 

აღინიშნა, რომ  დინამიკურად იზრდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, პარალელურად, გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც - რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ სამი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა სრულდება, ასევე დაგეგმილია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ახალი კლინიკის მშენებლობა.