14 აგვ 2026
თბილისის „იბერია“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში პოლონურ „იაგიელონიას“ შეხვდება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგელონიამ“ გლაზგოს „რეინჯერსის“ ბარიერი დაძლია.
პოლონეთში მასპინძლებს 2:1 ჰქონდათ მოგებული, ხოლო „აიბროქსზე“ არ წააგეს და ფრე 1:1 ითამაშეს. „იბერია“ „იაგიელონიას“ 20 აგვისტოს სტუმრად შეხვდება, ხოლო 27 აგვისტოს საპასუხო თამაში თბილისში გაიმართება.
წყვილში მოგებული ევროპა ლიგის ფაზის ეტაპზე გავა, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე.