გიორგი წიტაიშვილი კარიერას „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს

14 აგვ 2026

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთი ლა ლიგის ბინადარ "რაიო ვალეკანოში" გააგრძელებს. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გიორგი "ვალეკანოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ბოლომდე გააფორმა. გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი ლიგა 1-ში, „მეცში“ გაატარა, სადაც 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

მას ესპანეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ორი წლის წინ „გრანადაში“ ძალიან კარგი სეზონი ასპარეზობდა.