სპორტის მინისტრი (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა 

14 აგვ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ჩეპიჩთან შეხვედრა გამართა. მაიკლ ჩეპიჩი ასევე გახლავთ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ფონდის საბჭოს წევრი და ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა და ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ ისაუბრეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორწლიან თანამშრომლობას საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.