რუსეთმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყა

13 აგვ 2026

უკრაინის ოდესის რეგიონში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა მემანქანე და მისი თანაშემწე.  

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მეხანძრეებმა ლოკომოტივში ხანძარი ჩააქრეს და მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს.

მატარებლის ელმავალს „შაჰედის“ ტიპის დრონი მოხვდა. ინციდენტის დროს მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა. ევაკუირებულები ოდესაში ავტობუსებით წაიყვანეს.