დარიალის ხეობაში ვითარება დასტაბილურდა

13 აგვ 2026

დარიალის ხეობაში ვითარება დასტაბილურდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

შსს-ის ცნობით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიც“, საიდანაც დღის პირველ ნახევარში უსაფრთხოების მიზნით ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე სრულად მოხსნილია.