13 აგვ 2026
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ქვეყნის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე "ოსკარი" ქართულ ფილმს წარადგენს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა, რომელზეც განაცხადებს 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს 17:00 საათამდე მიიღებს.
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. განაცხადები უნდა გაიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე. წარსადგენ კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
შედეგები 14 სექტემბრამდე გახდება ცნობილი. 1996 წლიდან დღემდე, საქართველომ „ოსკარზე“ 20-ზე მეტი ფილმი წარადგინა.