13 აგვ 2026
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება - ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია. ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლდება I, V, VII, IX და X კლასებში.
საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ასევე სხვადასხვა სოციალურ-სამართლებრივი კატეგორიის ჯგუფებში რეგისტრირებულ მოსწავლეებს.