13 აგვ 2026
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით მეტია- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 მილიონ 6 ათას 687 აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 21.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 მილიონ დოლარზე მეტი.
უწყებისვე ინფორმაციით უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 მილიონ 180 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.