13 აგვ 2026
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა.
ჯგუფს, საქართველო ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს და მასში გაერთიანებულია არაერთი ევროპული ქვეყანა. ამ პერიოდში საქართველო მიიღებს მონაწილეობას კომიტეტების მოსამზადებელ შეხვედრებში.
ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების კოორდინაცია და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, ასამბლეების, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ჯგუფის შეთანხმებული პოზიციის წარმოჩენა და დაცვა.
გარდა ამისა, კოორდინატორს შეუძლია ისეთი პროექტების ინიცირება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჯგუფის წევრ ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.