ევროკავშირის მორიგი ანგარიში - შეფასებები

13 აგვ 2026

შეფასებების თემაა ევროკავშირის მორიგი ანგარიში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ აქცენტებს იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი ადეკვატურად აფასებს იმ ვითარებას, რაც საქართველოშია.

მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე მხარე საკუთარი პოლიტიკით ზიანს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ეს მათივე განცხადებით, სწორედ ევროკავშირია.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, „საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, ფაქტობრივად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება გამოიწვია.