13 აგვ 2026
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის იმ განცხადებას, სადაც ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ.
გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით მიმდინარეობს. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში მწვავე და განსხვავებულია.