ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

13 აგვ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა. ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მერიის მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ. უპასუხა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ჩართულობის, მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტში მათი შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებებზე. აღსანიშნავია, რომ  წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა და მათთვის განათლების მიღების პროცესში ხელშეწყობა.

ასევე, შეიქმნა მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებების, იდეებისა და ინიციატივების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მეტად გათვალისწინებასა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.