აფხაზეთის მთავრობა ახალგაზრდების მხარდასაჭერად პროგრამებს იწყებს

13 აგვ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილთა ხელშეწყობის, შრომით ბაზარზე მათი ინტეგრაციისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალ პროგრამებს იწყებს.

ინიციატივების ფარგლებში, დაფინანსდება სასწავლო კურსები სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით, გაიცემა სახელოვნებო სტიპენდიები და ამოქმედდება სტაჟირების პროგრამა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ ახალი პროგრამები აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილა.