13 აგვ 2026
რუსეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკზე უკრაინამ მასშტაბური იერიში მიიტანა. საზღვაო ბაზაზე განლაგებული სამხედრო გემები დაზიანდა და ორი მსხვილი მარცვლეულის ტერმინალი იძულებული იყო ოპერაციები შეეჩერებინა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზა დრონებითა და რაკეტებით დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაიბომბა ორი ფრეგატი, დიდი სადესანტო გემი, კორვეტი და სხვა გემები.
მოსკოვმა გააძლიერა დარტყმები უკრაინის ლოჯისტიკურ და სასაწყობე ობიექტებზე, კიევის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ, საპორტო და ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების საპასუხოდ.