ივლისში ექსპორტი 29.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ 792.4 მლნ დოლარს მიაღწია

13 აგვ 2026

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ოფიციალური მონაცემებით, ივლისის თვეში ექსპორტი 29.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას — 792.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის პერიოდს, ზრდამ 21.6% შეადგინა, ხოლო ექსპორტის საერთო რეკორდულმა მოცულობამ 4,668.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.