ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ბათუმში

13 აგვ 2026

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ახალგაზრდული ფორუმით  დაიწყო.  ღონისძიებები ბათუმის ბულვარში,  „რვაფეხას“  მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.

საღამოს 19:00 საათიდან სცენა ახალგაზრდებისთვის საყვარელ მუსიკალურ ჯგუფებს, ადგილობრივ ბენდებს, დიჯეებსა და აჭარის სხვადასხვა სკოლის ბენდებს დაეთმო.

სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკალური და გასართობი პროგრამა, სხვადასხვა აქტივობა და გათამაშებები დახვდათ. მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი დღესაც გაგრძელდება.