საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“  

13 აგვ 2026

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“  გრძელდება.  ფესტივალის ფარგლებში ბათუმში სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წარდგნენ. ფესტივალის მთავარი თავისებურება ქუჩის ცოცხალი კონცერტებისა და პირდაპირი რადიოეთერის გაერთიანებაა. დასკვნით ნაწილში მონაწილეები და მხარდამჭერები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.  

„მუსიკა ბათუმიდან“ 2023 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მიზნად ადგილობრივი მუსიკოსების საავტორო შემოქმედების პოპულარიზაციას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს.

ბათუმის შემდეგ ფესტივალს,  15 აგვისტოს ქობულეთი უმასპინძლებს, კონცერტი  ცენტრალურ პარკში  ჩატარდება. 

16 აგვისტოს კი ფესტივალი ქედაში გადაინაცვლებს, სადაც ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში ირინა ხინიკაძე და „ასეასულ“ წარდგებიან.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.