თეთრი სახლის პრესსპიკერი თანამდებობას ტოვებს

13 აგვ 2026

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი თვის ბოლოს დატოვებს თანამდებობას, რათა ოჯახთან მეტი დრო გაატაროს. „ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე მუშაობა ჩემი ცხოვრების პატივი და თავგადასავალი იყო“, - დაწერა ლევიტმა სოციალურ ქსელ იქს-ზე.

კეროლაინი ახლა ჩემი ერთ-ერთი მთავარი გარე მრჩეველი და გავლენიანი ხმა იქნება რესპუბლიკურ პარტიაში, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ისტორიის შესაცვლელად და შუალედური არჩევნების საბოლოოდ მოსაგებად“, - განაცხადა ტრამპმა.

ლევიტი შეუერთდა ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და გარდამავალი პერიოდის პრესმდივნის თანამდებობას იკავებდა, სანამ ტრამპი მას თეთრი სახლის პრესმდივნად აირჩევდა. იგი ამ თანამდებობაზე დანიშნული ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა.