ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მეცხრე ტიტული „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად

13 აგვ 2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი სეზონი ახალი ტიტულით დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელია კი პარიზელებთან ერთად უკვე მეცხრე ტიტულს დაეუფლა. ქართველმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ოქროს ბურთის მოგების რეალური კანდიდატია.

ევროპის სუპერთასისთვის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ ზალცბურგში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ერთი წლის წინ პსჟ-მ „ტოტენჰემს“ აჯობა, მაშინაც ინგლისური გუნდი დაამარცხა.

პარიზელებმა ანგარიში მეოცე წუთზე გახსნეს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელმაც ლამაზი და ზუსტი დარტყმით პსჟ წინ გაიყვანა. ხვიჩამ სეზონის პირველივე შეხვედრაში გაიტანა.  

„ასტონ ვილას“ 17 წლის ტალანტმა, ბრაიან მაჯომ 45-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 61-ე წუთზე დეზირე დუემ დალაშქრა ინგლისელთა კარი და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების მომტანი გოლი იყო.

კვარას პსჟ-ში უკვე ბევრი ტიტული დაუგროვდა: საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი ორ-ორჯერ. თითოჯერ საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

პსჟ-ს და ხვიჩას რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის შანსი ექნებათ - 16 აგვისტოს, „ლანსს“ საფრანგეთის სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.