12 აგვ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელზე, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობისა და მუქარის საქმეზე ბრალდებულ გიორგი აფციაურსა და ზურაბ კონცელიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებულები თანხის გადახდისთანავე საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.
თავად, კობა ფარტენაძე მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას უცნაურს უწოდებს და მკაცრი სასჯელის მოლოდინშია.
შემთხვევა 4 დღის წინ, ღამის საათებში, ბათუმში მოხდა. ჟურნალისტს ქუჩაში უცნობი პირები ფიზიკური ძალადობითა და დაჭრით ემუქრებოდნენ.
მეტეოროლოგმა ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პირთა იდენტიფიცირების შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი ცხელ კვალზე დააკავა.