12 აგვ 2026
მოცემულობაა, რომ 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო - მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა! ამ შეთანხმების არსი რომ ყოფილიყო, რომ რუსეთს საკუთარი ძალები გაეყვანა, ხოლო ქართულ მხარეს არავითარი ვალდებულებები არ ექნებოდა, თეორიულად არაკაპიტულაციური შეთანხმება იქნებოდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ დე-ფაქტო უარი თქვა იმაზე, რასაც 8 აგვისტომდე აკონტროლებდა.