გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა

12 აგვ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.