ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

12 აგვ 2026

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს კიდევ ერთხელ ეწვია და ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გამოცდილებას.