საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი

12 აგვ 2026

საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 11 აგვისტოსაა გამოქვეყნებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება.

სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად; სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - ნათქვამია დადგენილებაში.