12 აგვ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას ეცნობა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცულ ფერმასა და სოფელ მუხრანში სასათბურე მეურნეობაში წარმოების პროცესს გაეცნო.
ორივე მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სახელმწიფო მხარდაჭერით წარმოების განვითარებას ახორციელებს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი ასევე გაეცნობა ბიომარწყვის, ლოკოკინისა და რძის გადამუშავების საწარმოების საქმიანობას.